მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის ბოლო სამ თვეში 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო...

“ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის ბოლო სამ თვეში 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით, “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის ბოლო სამ თვეში 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენს [N6] აქვეყნებს.

2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700,000 ლარამდე ღირებულების შემოწირულება მიიღო

„ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული

„ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შეწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად — 130-მა.

დონორებთან დაკავშირებული კომპანიების შესყიდვებში და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა:

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული

„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2013 წლიდან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული
ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით 15,000 ლარი

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხუთ კომპანიას — 18 მილიონ ლარამდე.

პარტიების შემოწირულობები 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასე გამოიყურება:

“ქართული ოცნება” – 9, 464,000 ლარი;
“ლელო” – 330, 305 ლარი;
“ენმ” – 241,091 ლარი;
თაობები საქართველოსთვის – 101,789 ლარი;
საქართველოსთვის – 7,665 ლარი;
ევროპელი სოციალისტები – 5,450 ლარი;
ხალხისთვის- 5,300 ლარი;
კონსერვატიული მოძრაობა – 2,875 ლარი;
ელენე ხოშტარია- “დროა” – 2,504 ლარი;
ლეიბორისტული პარტია – 2,371 ლარი;
ევროპული საქართველო – 438 ლარი;

სიახლეები

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი...

ნაძალადევში, ლამინატის საამქროში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ლამინატის საამქროში ხანძარი გაჩნდა. როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრენიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი...