მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინას ავდიივკადან გასვლა მოუწია კონგრესის უმოქმედობის გამო -თეთრი სახლი

უკრაინას ავდიივკადან გასვლა მოუწია კონგრესის უმოქმედობის გამო -თეთრი სახლი

Published on

აშშ-ს ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესმენებს, სწრაფად მიიღონ საკამათო კანონპროექტი, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას.

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინელი სამხედროების ავდიივკადან გაყვანას უკავშირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მასალის დეფიციტს, რაც გამოწვეულია, მისი თქმით, კონგრესმენების თავშეკავებით, დაამტკიცონ თანხების გამოყოფა იარაღის შემდგომი მიწოდებისთვის.

“უკრაინის ჯარები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ავდიივკადან, რადგან არ იღებდნენ მარაგს იმ მოცულობითა და ტემპით, რაც სჭირდებათ და იმსახურებენ. მაგრამ ისინი არ იღებენ მათ, რადგან ჩვენ არ მიგვიღია საჭირო დაფინანსება კვირების და თვეების განმავლობაში. და ეს არის კონგრესის უმოქმედობის შედეგი”, – თქვა სალივანმა სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

სალივანის თქმით, ადმინისტრაციას არ აქვს ჯადოსნური გამოსავალი, თუ კონგრესი არ უზრუნველყოფს დაფინანსებას.

13 თებერვალს აშშ-ს სენატმა დაამტკიცა პროექტი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც ჯამში 95 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.ამ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით $50 მილიარდი) გამიზნულია ამერიკულ თავდაცვის კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმებაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის უკრაინაში მათი მომავალი მიწოდების მიზნით, ასევე პენტაგონის არსენალის შესავსებად, რომელიც ამოწურულია.

15 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატაში ორკვირიანი შესვენება შევიდ ძალაში ისე, რომ კანონპროექტის კენჭისყრა არ მომხდარა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველმა ჯონ კირბიმ ასევე განაცხადა სამშაბათს, რომ უკრაინული ჯარები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ავდიივკადან “რადგან მათ თითქმის ამოიწურათ საბრძოლო მასალა, მათ შორის საარტილერიო ჭურვები”.

მისი თქმით, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ უკრაინებელი საკმარისად მამაცები, გაწვრთნილები არ იყვნენ, ან არ ჰქონდთ უნარი, დაეცვათ თავი და ქალაქი, არმედ “ეს იყო კონგრესის უმოქმედობის გამო.

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...