მთავარისიახლეებიპრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი -წითლიძე ზურაბიშვილს

პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი -წითლიძე ზურაბიშვილს

Published on

“მე მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ესეთი კომენტარი გააკეთა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ რის რუსეთიო.

ქალბატონო სალომე, მე არაფერს გასწავლით, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ გჯეროდათ რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდა. გჯეროდათ მანამ, სანამ პირადად არ შეგეჯახათ და გჯეროდათ მანამ, სანამ თვითონ არ ნახეთ საკუთარ თვალებით რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ივანიშვილის პარტიის პირობებში ემუქრებოდა საფრთხე. გჯეროდათ მანამ, სანამ თვითონ არ მოგიწიათ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად საქართველოს ევროპული კურსის დაცვა, ნუ გამოცდით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. თუ რამე დგას საფრთხის წინაშე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე. მე არ გთხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან მგონია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. არა შურისძიებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ოპონენტების დევნა და ციხეში გამოკეტვა, ერთხელ და სამუდამო დასრულდეს შურისძიება და 30 წლის განმავლობაში არ ვიტრიალოთ ჩაკეტილ წრეზე. თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ. ვის, ვის და თქვენ ყველაზე კარგად გესმით რას ნიშნავს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა”.

მიმართა ენმ-ის წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...