მთავარისიახლეებისაზოგადოებანავალნის დედა შვილის ცხედარს ითხოვს და პუტინს მიმართავს

ნავალნის დედა შვილის ცხედარს ითხოვს და პუტინს მიმართავს

Published on

ალექსეი ნავალნის დედა შვილის ცხედარს ითხოვს და იმ ციხის ტერიტორიიდან, სადაც რუსი ოპოზიციონერი დაიღუპა, ვიდეომიმართვას ავრცელებს. ლუდმილა ნავალნაიას განცხადების ადრესატი, პუტინია:

„ჩემს უკან არის სასჯელაღსრულების კოლონია „პოლარული მგელი“, სადაც ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს. მეხუთე დღეა ვერ ვნახე, არც ცხედარი მაძლევენ და არც იმას მეუბნებიან სად არის. მე თქვენ მოგმართავთ, ვლადიმერ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი. მოვითხოვ, სასწრაფოდ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავასაფლავო. “- ამბობს ლუდმილა ნავალნაია.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

ნავალნის ცხედარი ამ დრომდე სავარაუდოდ სალეხარდის მორგშია, თუმცა როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მას ოჯახს კიდევ 2 კვირის განმავლობაში არ გადასცემენ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...