მთავარისიახლეებისომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში - ფაშინიანი

სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში – ფაშინიანი

Published on

ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა შევინარჩუნოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი რეგიონების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ევროკავშირთან და ზოგადად ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში მე მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობებს.

ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის საკითხში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ რა არის დემოკრატია“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის ფედერაციის მოკავშირე უკრაინის საკითხში.

„მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ძალიან გვტკივა, რომ ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა გერმანიაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...