მთავარისიახლეებისაზოგადოებამიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერის არყოფნა რუსეთმა მოითხოვა- ნაცვლიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერის არყოფნა რუსეთმა მოითხოვა- ნაცვლიშვილი

Published on

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არ ყოფნის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს რუსეთს არ სურდა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად პრემიერი უნდა წასულიყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა ვითარებაცაა უკრაინაში, სადაც რუსეთი ომს აწარმოებს.

ძალიან ცუდია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იმყოფებოდა საქართველოს მთავრობა. მაშინ, როდესაც რეგიონში ძალიან სერიოზულადაა შეცვლილი ვითარება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის პირობებში, ეს გაურკვეველია და არანაირი გამართლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო საქართველოს პრემიერ -მინისტრი უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყო წარმოდგენილი და საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის არ ემუშავა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს – ეს არ უნდოდა რუსეთს და მან მოითხოვა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყო პრემიერი წარმოდგენილი. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დამაზიანებელი საქართველოსთვის. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა და საქართველოს სახელმწიფო პოზიციები არ დარჩა გაუჟღერებელი და იქ საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეება მის გზავნილებს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, იყო შეხვედრები მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

მივესალმები და მიმაჩნია, რომ სწორია, როცა ზურაბიშვილი მიდის მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებზე და წარმოადგენს საქართველოს. რა საკითხებს დასვამენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, ეს მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...