მთავარისიახლეებიგერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროპასა და ნატო-ს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროპასა და ნატო-ს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ

Published on

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მოუწოდა ევროპასა და ნატოს მოემზადონ “ყველაზე უარესი სცენარისთვის”, რაშიც ის რუსეთის მხრიდან თავდასხმას გულისხმობს. მისი თქმით, ეს შეიძლება 5-8 წელში მოხდეს. ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებმა უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას, რადგან მისი დამარცხება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ევროპაზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც.

“არ მიყვარს ბროლის ბურთის ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ნატოს ტერიტორიაზე იქნება თუ არა თავდასხმა ან როდის. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს”, – თქვა მან.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...