მთავარისიახლეებიმსოფლიორუსმა ოკუპანტებმა ავდეევკა დაიკავეს, უკრაინელები ქიმიის ქარხანასთან გამაგრდნენ

რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკა დაიკავეს, უკრაინელები ქიმიის ქარხანასთან გამაგრდნენ

Published on

ავდეევკაში რუსული ძალები შევიდნენ მას შემდეგ, რაც წუხელ და დილით მათ ქალაქს მასირებულად, არტილერიითა და ავიაციით შეუტიეს, თანაც, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საავიაციო იერიშები ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. 

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ ავდეევკის ცანტრი და ქალაქის ძირითადი ნაწილი უკვე რუსი ოკუპანტების ხელთაა. ამავე დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “სწორი გადაწყვეტილება” უწოდა ავდეევკიდან ჯარების გაყვანას, ხოლო ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავდეევკის დაცემა სენატის უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგია, რომელიც არდადეგებზე ისე გავიდა, რომ უკრაინის სამხცედრო დახმარების საკითხი არ განუხილავს:

“ნახეთ, რა მამაცად იბრძვიან უკრაინელები, ხოლო იმის გაფიქრება, რომ ასეთი ბრძოლის მიუხედავად, მათ ჩვენი უმოქმედობის გამო არ ჰყოფნით საბრძოლო მასალები, უბრალოდ, არეთიკურია. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინამ დამატებითი თავდაცვითი იარაღი აუცილებლად მიიღოს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...