მთავარისიახლეებირუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Published on

გამოცემა “მედუზა” რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის 8 ქალაქში აქციები გაიმართა.

“ოვდ-ინფოს” მიხედვით, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები დააკავეს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, გუშინ, 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...