მთავარისიახლეებინებისმიერი ვარაუდი, რომ კრემლი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია - პესკოვი

ნებისმიერი ვარაუდი, რომ კრემლი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია – პესკოვი

Published on

პუტინის რეჟიმი თავის მართლების რეჟიმშია. ისე რომ არაფერი დადასტურებულა და არავინ იცის რით გარდაიცვალა ნავალნი, კრემლი ამტკიცებს, რომ ეს ბუნებრივი სიკვდილია. პუტინის მთავარი პროპაგანდისტები ერთი მეორის მიყოლებით მომხდარში დასავლეთს ადანაშაულებენ. მათ რიგებში დიმიტრი პესკოვიც. პუტინის პრეს-მდივანი გვირჩევს გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

დასავლეთის ქვეყნების განცხადებების მიზანი სრულიად აშკარაა. არ არსებობს არც ექიმების დასკვნა, არც სასამართლო ექსპერტების შეფასება, არც სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურისგან საბოლოო ინფორმაცია, არაფერი ვიცით ოფიციალურად სიკვდილის მიზეზების შესახებ. და არის ასეთი ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია”, – ამბობს პესკოვი.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...