მთავარისიახლეებიმსოფლიოუნგრეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო

უნგრეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო

Published on

უნგრეთის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბუდაპეშტის ცენტრში უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.

დემონსტრაციის გამართვის საბაბი იყო სკანდალი, რომელშიც უნგრეთის მთავრობა მას შემდეგ გაეხვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებული შეიწყალა.

მომხდარის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ხოლო უნგრეთის იუსტიციის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიუხედავად ამისა, სკანდალს უნგრეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცხრა ცნობილმა უნგრელმა ინფლუენსერმა ბუდაპეშტის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდება გაავრცელა.

უნგრეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელსა დაგეგმილი.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...