მთავარისიახლეებისალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს - პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს – პაპუაშვილი

Published on

„სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თანამდებობას ინარჩუნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა პარლამენტის წევრების 2/3 არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.”

აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრება. პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და საქართველოს მთავრობისგან ნებართვა არ აუღია.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...