მთავარისიახლეებიპუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია და ამავე ინტერვიუში ნანობს,...

პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია და ამავე ინტერვიუში ნანობს, რომ ომი უფრო ადრე არ დაიწყო

Published on

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში კრემლს არ დაუწყია, არამედ მის შეჩერებას ცდილობს. ამავე დროს, ინტერვიუში, რომელიც მან “როსია 1-ის” ჟურნალისტ, პაველ ზარუბინს მისცა, ნანობს, რომ ომი უფრო ადრე არ დაიწყო.

ინტერვიუს ნაწილში ჟურნალისტმა პუტინს კითხვა დაუსვა მანამდე ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუზე და დასავლეთის ლიდერების შეფასებაზე. პუტინი დასავლეთის ლიდერებს მისი სიტყვების დამახინჯებაში ადანაშაულებს – მისი თქმით, ინტერვიუში არ უთქვამს, რომ უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” [ასე ეძახის რუსეთი ომს] დაწყება რუსეთზე ნატოს თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიყავით და ვართ შეშფოთებული უკრაინის ნატოში შეყვანის შესაძლებლობით, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ეს ვთქვი”, – თქვა პუტინმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიეზი გახდა მისი ამჟამინდელი ხელისუფლების “უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე და უწყვეტი თავდასხმები მრავალი მსხვერპლით” ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებზე.

“როგორც ვთქვი, ჩვენ ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ჩვენ შევეცადეთ ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით – მინსკის შეთანხმებების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმა, და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარეს და პირდაპირ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩვენი ამ შეთანხმებების შესრულებას, უბრალოდ, დროს იგებდნენ, უკრაინის რეჟიმის იარაღით კიდევ უფრო დატუმბვისთვის, რაც მათ წარმატებით გააკეთეს.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები, იმის რწმენით, რომ წესიერ ადამიანებთან გვქონდა საქმე”, – თქვა პუტინმა.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...