მთავარისიახლეებიბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის - დეკანოზ გიორგი მამალაძის...

ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის – დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი

Published on

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მან პენიტენციური დაწესებულება გუშინ საღამოს დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა უფლებადამცველი “მთავარ არხთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოფიციალურად კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტი ჯერ მათ არ ჩაჰბარებიათ.

გიორგი მამალაძემ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:

“ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. მე ვწუხვარ, რომ [ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს] მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის”, – თქვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

მისი ძმის განმარტებით, ე.წ. “უდოს” კომისიას წინა წლის ნოემბერში მიმართეს. გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 10 თებერვალს გავიდა 7 წელი, რაც ის ციხეშია.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი “დაზარალებული,” შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზის პატიმრობა პროკურატურას შინაპატიმრობით შეეცვალა.

მამალაძის ოჯახი ამბობს, რომ ციხეში დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და რომ მას 5 წელია დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...