მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთავრობა პრორუსულია, ივანიშვილს პრორუსული პოზიცია უკავია - იუკნევიჩიენე

საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ივანიშვილს პრორუსული პოზიცია უკავია – იუკნევიჩიენე

Published on

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პრორუსულია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არაა ასეთი. მისი თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიმღები “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც კრემლის სასარგებლო პოზიციების აქვს.

“ჩემთვის ლაკმუსის ტესტი არის საქართველოს მთავრობის ქცევა უკრაინაში ომთან მიმართებაში. ეს მთავრობა არის პრორუსული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ არის ასეთი. სამწუხაროდ, ევროკავშირის პერსპექტივიდან საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს, როგორც ეს გააკეთა მოლდოვამ და სხვა ქვეყნებმა. დღეს ის პერიოდი დგას, როდესაც ძალიან მკაფიოდ უნდა იდგე ისტორიის ერთ, ან მეორე მხარეს. ბიძინა ივანიშვილს კი, რომელიც გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებია, რა თქმა უნდა პრორუსული პოზიცია უკავია”, – ამბობს იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარს ვკითხეთ მთავრობის დამტკიცების დროს ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე და კომენტარზე, რომ მხოლოდ იუკნევიჩიენე მოიხსენიებს ივანიშვილს ოლიგარქად, რას ის ასე პასუხობს:

“მე თქვენს ახალ პრემიერმინისტრს კარგად ვიცნობ და მას შევხვედრივარ. როდესაც ის ამბობს, რომ ევროპარლამენტის მხოლოდ ერთი წევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ეს არ არის მართალი. ალბათ მან ევროპარლამენტის რეზოლუციებში უნდა ჩაიხედოს და ნახავს რომ იქ უფრო მეტჯერ არის ნახსენები ეს სახელი; და სადაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულს საბჭოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და არა იმიტომ, რომ ის ოლიგარქია, არამედ იმიტომაც, რომ ის ძალიან ტოქსიკურ როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში. ეს ყველაფერი წერია რეზოლუციებში, რომლებსაც ევროპარლამენტის ასობით წევრმა მისცა ხმა. ასე რომ, ირაკლი კობახიძის რანგის პოლიტიკოსი არ უნდა ამბობდეს ასეთ სიცრუეს. ევროპარლამენტში ყველას ესმის დეოლიგარქიზაციის აუცილებლობა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ამას ხმამაღლა არ ამბობდეს”.

რაც შეეხება ევროკომისიის 9 დათქმას, ევროპარლამენტარი იმეორებს ევროკავშირის ელჩის გზავნილს, რომ მთავრობის მხრიდან ელიან არა კოსმეტიკურ ცვლილებებს, არამედ რეალურ რეფორმებს.

“სამწუხაროდ, დღეს მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებთან უკავშირდება და არა რეფორმებს. პირველ რიგში, საჭიროა სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნები. აქ არის არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობა, მათ შორის ოპოზიციისა, რათა ხალხს ჰქონდეს მკაფიო ალტერნატივა. მნიშვნელოვანია დებატები, რაც ნებისმიერი არჩევნების შემადგენელი ნაწილია. დაპირებები უნდა იყოს არა ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით, არამედ უნდა იქნას წარმოდგენილი ძალიან მკაფიო გეგმა, რომელშიც ალბათ ევროკავშირის წევრობა იქნება მთავარი საკითხი. თუმცა, მთავარი მაინც მმართველი პარტიაა და ის, თუ როგორ შეასრულებს ის აღებულ ვალდებულებებს და რამდენად მიიღებს მხედველობაში იმ პრეტენზიებს, რომლებიც დამკვირვებლებს ჰქონდათ წინა არჩევნების დროს”, – ამბობს ის.

სიახლეები

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაურეგისტრირა

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაურეგისტრირეს - გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო: "ბევრს...

ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2025 წელს ისტორიას ჩააბარებს – როგორია არჩევანი საგნების მიხედვით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის...

ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

რუსთაველის გამზირზე, 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადგილზე ვითარება...

“ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება” – მიხეილ სააკაშვილი

"ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის,...