ესტონეთის პრემიერმინისტრზე, კაია კალასზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა – ინფორმაციას მედია რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
“კალას კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით”, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში, თუმცა არ არის მითითებული, რა მუხლით მიმდინარეობს ძებნა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპი.