მთავარისიახლეებიმსოფლიოლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია - პენტაგონი

ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია – პენტაგონი

Published on

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, კვლავ ჰოსპიტალიზებულია. მათი ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია.

ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. მის მოვალეობებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი ასრულებს.

“თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ ოსტინს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან პროსტატის კიბოს ოპერაციაც გაიკეთა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...