მთავარისიახლეებისაზოგადოებაკობახიძის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია იმართება

კობახიძის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია იმართება

Published on

ახალი პრემიერის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. “შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს” – ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა “ნაბიჯია”.

აქტივისტებს ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით “ირაკლი გავრილოვიჩი”, ბანერზე ირაკლი კობახიძის და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ფოტოცაა, რომელიც თბილისში, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტის დროსაა გადაღებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავენ ონკოპაციენტებიც. ისინი ითხოვენ გაუქმდეს 25 000-ლარი ლიმიტი, ეს არის თანხა, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში 1 ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...