მთავარისიახლეებისაზოგადოებაშორენა თეთრუაშვილი გიორგი მამალაძის შინაპატიმრობაში გადაყვანას ითხოვს

შორენა თეთრუაშვილი გიორგი მამალაძის შინაპატიმრობაში გადაყვანას ითხოვს

Published on

7 წელი გიორგი მამალაძის პატიმრობიდან. დეკანოზი 2017 წელს სკანდალური ბრალდებით დააკავეს. სასულიერო პირს პროკურატურა თავდაპირველად პატრიარქის მკვლელობას აბრალებდა. მოგვიანებით კი თვითონვე აღიარეს შეცდომა და თქვეს, რომ დეკანოზს ციანიდით არა პატრიარქის არამედ მისი მდივან-რეფერენტის მოკვლა ჰქონდა გამიზნული.

პატიმრობის 7 წლის თავზე “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ციანიდის საქმეს თავდაყირა აყენებს. ის 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. ირკვევა, რომ საქმის ერთადერთი “დაზარალებული,” შორენა თეთრუაშვილი ბრალდებულს აღარ უჩივის და მზად არის დეკანოზის პატიმრობა პროკურატურამ შინაპატიმრობით შეცვალოს.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის ოჯახს, მათი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მამალაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.

“7 წელი გავიდა რაც, საპყრობილეშია ყველაზე მძიმე, არის ის, რომ ამ 7 წლიდან 5 წელია პარალიზებულ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. არაერთი ექსპერტიზა ჩატარებულა, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და ოჯახის თხოვნით და თითოეული მათგანი ერთი და იმავეს ამბობს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, რომ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს. ე.წ დაზარებული თანახმაა გათავისუფლების ყოველგვარი ვადა ამოიწურა, კანონით აქვთ უფლება, რომ ჩემი ძმა გათავისუფლდეს ვადაზე ადრე და ვითხოვთ ერთადერთს, რომ გამოუშვან, დაუბრუნდეს თავის ოჯახს, თავის მცირეწლოვან შვილებს და მიეცეს ოჯახს იმის საშუალება, რომ გავაგრძელოთ ჩემი ძმის მკურნალობამ, რომ საქმე სავალალო მდგომარეობამდე არ მივიდეს ” – ამბობს დეკანოზის ძმა

შეგახსენებთ, სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...