მთავარისიახლეებიპუტინის მტკიცებით, 2008 წელს აშშ-მ ზეწოლა მოახდინა ნატოს ქვეყნებზე უკრაინისა და საქართველოს...

პუტინის მტკიცებით, 2008 წელს აშშ-მ ზეწოლა მოახდინა ნატოს ქვეყნებზე უკრაინისა და საქართველოს მიღების საკითხზე

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა, რომ 2008 წელს, ვაშინგტონი ახორციელებდა ზეწოლას NATO-ს სხვა ქვეყნებზე, ხელს უწყობდა ალიანსის გაფართოების იდეას უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით.

პუტინის თქმით, თავდაპირველად დასავლეთმა პირობა დადო, რომ ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა “და მერე რა? მათ თქვეს: ისე, ქაღალდზე არ ჩაგვიწერია, ამიტომ გავაფართოებთ. ხუთი ექსპანსია, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები და მთელი აღმოსავლეთ ევროპა”.

“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მათ განაცხადეს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების კარი ღია იყო. ახლა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები: როგორც ჩანს, წინააღმდეგი იყვნენ გერმანია, საფრანგეთი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა. მაგრამ შემდეგ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრეზიდენტმა ბუშმა, რომელიც მკაცრი ბიჭია, მკაცრი პოლიტიკოსია, როგორც მოგვიანებით მითხრეს, მათზე ზეწოლა მოახდინა და ისინიც დათანხმდნენ. ეს ხომ სასაცილოა? სად არის გარანტიები? ეს რა, საბავშვო ბაღია? და მერე უცბად ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში არ იქნება. ამიტომ, მე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. თუ 2008 წელს დაგიყოლიეს, რატომ არ შეიძლება, რომ მომავალშიც დაგიყოლიონ?

[…] უკრაინის მხარეს ბევრი მოხალისე იბრძვის, ყველაზე მეტნი პოლონელები არიან, შემდეგ მოდიან ამერიკელები და შემდეგ ქართველები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ რეგულარული ჯარები გააგზავნოს უკრაინის დასახმარებლად, ეს ძალიან სერიოზულ გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს”, – თქვა პუტინმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....