მთავარისიახლეები"ოცნებასთან" დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო 10 წელში ტენდერებით 2 მილიარდზე მეტი მიიღეს

“ოცნებასთან” დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო 10 წელში ტენდერებით 2 მილიარდზე მეტი მიიღეს

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. TI ამბობს, რომ თანამდებობის პირებთან და “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.

ორგანიზაცია კორუფციის რუკას აქვეყნებს, სადაც თავმოყრილია საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც TI იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.

“ვსაუბრობთ კორუფციაზე, განსაკუთრებით, მაღალ დონეზე არსებულ კორუფციის ფაქტებზე და იმაზეც, რომ ამ ფაქტების გამოძიება ეფექტურად არ ხდება. ზოგ შემთხვევაში გამოძიება იწყება და ჩვენ არ ვიცით შედეგები. […] ბოლო 10 წლის განმავლობაში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს 2 მილიარდ 150 მილიონის ტენდერი”, – თქვა TI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ორგანიზაციის რეგიონული ოფიცსების მენეჯერი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ბოლო ორ წელში ამ კომპანიებისთვის დაახლოებით მილიარდ-ნახევრით გაიზარდა ის თანხები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღეს.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...