მთავარისიახლეებისაზოგადოებამიუღებელი პარტიები ჩემთვის არ არსებობს იქ, სადაც დგას ქვეყნის ინტერესი- მელია პრეზიდენტს...

მიუღებელი პარტიები ჩემთვის არ არსებობს იქ, სადაც დგას ქვეყნის ინტერესი- მელია პრეზიდენტს ხვდება

Published on

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივი სპექტრის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება და ქარტიის “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ჩამოყალიბებაა.

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობის: ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხვდება.

“მიზანი იმდენად ეროვნულია, რომელიც გულისხმობს ევროპულ პერსპექტივას, აქ საუბარი, ბუნებრივია, კონსოლიდაციაზე და გაერთიანებაზე არის აუცილებელი. საერთო ეროვნული ინტერესის გარშემო. მაშინ რა გინდა პოლიტიკაში, თუ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო შენ ვერ ახერხებ თუნდაც კონსენსუსის გამონახვას ნებისმიერი შენთვის პერსონალურად მიუღებელ ადამიანთანაც კი. პარტიები ჩემთვის არ არსებობენ მიუღებელნი იქ, სადაც დგას ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესი. არ არსებობს ეხლა აქ არც ივანიშვილი, ბუნებრივია, არც კეზერაშვილი, არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი. არსებობს ერთადერთი ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი, რომელიც მე პირადად მინდა ავსახო ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში და მინდა ვიყო მათი წარმომადგენელი. აქ ეხლა თუ პირადად კეზერაშვილი იჯდება ამ შეხვედრაზე, ის არ დაჯდეს ამ შეხვედრაზე, მე რატომ უნდა ვთქვა უარი სახელმწიფო ინტერესზე”, – ამბობს მელია.

მანამდე კი პრეზიდენტს შეხვდნენ “გირჩი – მეტი თავისუფლების,” “ლელოსა” და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. ამ დროისთვის ზურაბიშვილის შეთავაზებას მხოლოდ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” არ იზიარებს.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...