მთავარისიახლეებისაზოგადოებასურამში მეწყრული პროცესების გამო 10-ზე მეტი ოჯახი ევაკუირებულია

სურამში მეწყრული პროცესების გამო 10-ზე მეტი ოჯახი ევაკუირებულია

Published on

სურამში მეწყრული პროცესებია დაწყებული. ზინდისის დასახლებაში გვიან ღამით მთას მიწის მასა მოწყდა და მოსახლეობამდე ჩავიდა. მოგლეჯილია ხეები და ატალახებული ქუჩები.

სურამში ამ წუთებშიც საყურადღებო ვითარებაა. ევაკუირებულია ათზე მეტი ოჯახი. ხალხი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებს სახლებში დარჩენის ეშინიათ.

ხმაური გავიგე და რომ გამოვიხედე ლაფი დავინახე რომ მოდიოდა აგერ ეზოში. ისტერიკაში ჩავარდა მთელი მოსახლეობა. გავრბოდით, ვისაც რისი საშუალება გვქონდა. თავი შევაფარეთ. მთელი ღამე გამგეობა იყო ამოსული. რა ეშველება ამ საქმეს, არ ვიცი. ამას ვერაფერი ვერ გაწმინდავს. ხრამია დიდი გაკეთებული და ზოგადად, მთლიანად ავარიულია ეს დასახლება ახლა. ამას ვერაფერი ვერ გაწმინდავს. ადრე იყო ეს მეწყრული ადგილი, შემდეგ წითელ ზონად გამოცხადდაო, მაგრამ ნებართვა დართეს, მშენებლობები მიდის. სახლიც ინგრევა, აგურებია ჩამოცვენილი. ღამით ვერ გავათენეთ, ახლა ამოვედით, რომ ელემენტარული გავიტანოთ ოჯახიდან. ჰქონდათ შესწავლილი გეოლოგებს. ზოგს დახმარებები მისცეს”, – ამბობს ადგილობრივი.

ამ წუთებში სურამში გეოლოგები მუშაობენ. ახლა სპეციალისტებმა უნდა თქვან, არის თუ არა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, ჩამოშლილ მთასთან ახლოს ცხოვრება.

ადგილზე იმყოფება ხაშურის მერიც. მისი თქმით, მასა, რომელიც გუშინ ჩამოიშალა, ჯერჯერობით შეჩერებულია.

რაც მთავარია წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ გავრცობილა. ისევ ისეა ის მასა შეჩერებული. ახლა უკვე ადგილზე გეოლოგები ჩამოვიდნენ და ადგილზე იმუშავებენ. რასაც გვეტყვიან იმის მიხედვით მივიღებთ შესაბამისს ზომებს, თუ რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ წუხელ მოვახდინეთ აქ მცხოვრები ხახლის ევაკუაცია. დაახლოებით, 40 ოჯახია გადაყვანილი, აქედან 10 ადამიანი არის ჩვენ მიერ სასტუმროში მოთავსებული. ვადებს რაც შეეხება, ასე ვერ ვიტყვი, გააჩნია რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი”, – ამბობს თენგიზ ჩიტიაშვილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...