მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში - ფაშინიანი

საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში – ფაშინიანი

Published on

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში.

ფაშინიანმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან შეიცვალა, მათ შორის შეიცვალა სამხრეთ კავკასიის რეგიონიც.

“მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა “სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?” ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი – ეს ჩვენი რეგიონია”, – თქვა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...