მთავარისიახლეებიმთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს

მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს

Published on

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის დახურვის ინიციატივა მამუკა მდინარაძემ გააჟღერა, რასაც “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წევრებმა მხარი დაუჭირეს.

“ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული და ამას ვუყაროთ კენჭი… მედიის წარმომადგენლებს მოვუხადოთ ბოდიში და დაგვტოვონ და ასევე, აპარატის თანამშრომლებს ვთხოვთ, რომ სტრიმი გათიშონ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს უსმენენ.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც საკითხს კენჭს უყრიან.

როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში მხოლოდ ერთი მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...