მთავარისიახლეებიზედა ეწერში განთავსებული აფხაზეთის სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დაკავეს

ზედა ეწერში განთავსებული აფხაზეთის სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დაკავეს

Published on

ბუღალტერი საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2022-2023 წლებში, სკოლის წლიური ანგარიშების შედგენის დროს, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, საბანკო ამონაწერებში ყალბი მონაცემები შეიტანეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული სახით წარუდგინეს”,-ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...