მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

Published on

დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. ამ წუთებში ის “ლელოს” ლიდერებს ხვდება. პრეზიდენტმა მედიასთან დამატებით კომენტარი არ გააკეთა არც შეხვედრასთან დაკავშირებით, არც სამომავლო გეგმებზე.

პრეზიდენტის თქმით, მისი შეთავაზება ყველას ეხება, მათ შორის “ქართულ ოცნებასაც”.

“გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ, ხომ. ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს ქვეყნის”, – თქვა მან.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ, პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივას:

“ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პროევროპული, პროქართული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ – იგულისხმება ქარტია, რომელიც განაცხადებს ცალსახად, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება და ეს არის მთავარი ამოცანა ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მოუწოდებს სწორედ გაერთიანებისგან, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს რომ გახლიჩოს საზოგადოება”.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...