მთავარისიახლეებისაზოგადოებანერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეექვსე ცხედარი იპოვეს

ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეექვსე ცხედარი იპოვეს

Published on

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს სამი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება, ცნობილია, რომ მათ შორის ორი არასრულწლოვანია, ერთი კი ასაკოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს.

მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები, – წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...