მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს

დღეს პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს

Published on

დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ. ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან წლის ბოლოს მას ვადა ეწურება.

უცნობია ვინ დაესწრება სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რადგან, ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არაა. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მივა ვიცე-პრემიერი – ლევან დავითაშვილი და მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები.

“ოცნების” დეპუტატებმა პრეზიდენტი ამჯერადაც გააკრიტიკეს. გივი მიქანაძის აზრით, ის თითქმის ერთი წელია მთლიანად “რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა” გადასული. უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი სახელმწიფო “გააშავა” და თუ “გონიერება ეყოფა” და “ნორმალურად” გამოვა, კარგი იქნება.

“ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე სავარაუდოდ გადადგება თავისი პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითიც ის შეეცდება საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს, თითქოსდა ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა ნაციონალური მოძრაობა, ამ დროს ყველა ის ძალა, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილის შემდგომი კოალიცია შესაძლებელია განხილულ იქნეს, ეს იქნება ენმ, ლელო, გვარამია, გახარია თუ ასე შემდეგ, ეს ყველა არის ის შენაერთები, რომლებიც ერთიანობაში ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ”, – თქვა მიქანაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....