მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი დასკვნას აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი დასკვნას აქვეყნებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი მორიგ დასკვნას აქვეყნებს. ექიმები მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა “ვივამედში” 25 იანვარს იმყოფებოდნენ.

ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში, თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია.

“ექიმ-ექსპერტების დასკვნა:

ჩივილები/ანამნეზი

საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კი¬დუ¬რებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9,9g/l, ლეიკოპენია 3300.

იღებს სეციტას, ტრიტიკოს, ვალსაკორს, ნებილეტს, ატარაქსს, ტამსულოზინს, რამოდენიმე საპლემენტს, სიმპტომურად არასტეროიდებს.

გასინჯვის შედეგი

პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MMSE სკალით – 21 ქულა (N≥25), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შეფასების სკალით (GAD-7) 18 ქულაა, რაც მძიმე შფოთვაზე მიუთითებს, დეპრესიის შეფასების PHQ-9 კითხვარით 21 ქულაა, რაც ასევე მძიმე დეპრესიაზე მიუთითებს, ორმხრივ აბდუქციისას ვლინდება end gaze არამყარი ნისტაგმი, მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, იწვევა ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსი მარჯვნივ დუნეა, მარცხნივ არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირთითის ტესტებს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც ზედა კიდურებზე მაჯიდან ქვემოთ, ქვემო კიდურებზე ბარძაყის ზემო მესამედიდან ქვემოთ. ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.

ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 150/80, პულსი 64’, ვერტიკალუ¬რად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 74’. ტესტი ნეგატიურია.

პაციენტის წონა: 77კგ, (BMI-20.5) მხრის გარშემოწერილობა D-25.5, S -26სმ, triceps skinfold thikness (TSF) 1.2სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(25,5-π*1.2)^2]/4π -10 = 27.6 (N-54±11), რაც კუნთების გან¬ლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-44სმ, S-43სმ, წვივის გარ¬შე¬მო¬წე-რილობა D-35, S-35, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.

დასკვნა:

ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.

შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნას გაკეთებული.

ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...