მთავარისიახლეებიიმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ - წულუკიანი გელათის რეაბილიტაციაზე

იმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ – წულუკიანი გელათის რეაბილიტაციაზე

Published on

“აქ ბევრს საუბრობენ გელათზე, სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ, და ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან, ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში, ამიტომ 2022 წლის სამი ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება არ ვიცი, უბრალოდ უცნობია ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება, ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში, პროაქტიულ ვიზიტს, რეაქტიულ ვიზიტს წელს და რა თქმა უნდა, მათი დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა. მე მაქვს რა თქმა უნდა რწმენა იმისა, რომ ყველაფერი იქ არის კარგად და იქნება საუკეთესოდ. რაზეც მე და ჩემი გუნდი სამინისტროში ვაგებთ პასუხს ეს გახლავთ პერიოდი 2021 წლის მაისიდან 2022 წლის სამ ოქტომბრამდე, ეს გახლავთ ის დღე, როცა ჩვენ მივიღეთ ოფიციალურ წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო, ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის ზამთარი და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა, ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით, ნიშნავს არ ვიცით, ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს, ეს ნიშნავს, უბრალოდ, რომ არ ვიცი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისვამენ კითხვას, და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს, თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როდესაც არ ვიცი, არ ვიცი”.

თქვა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა გელათის რეაბილიტაციაზე.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...