მთავარისიახლეებისაზოგადოება"აქ სწავლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა" - ჩვენი ჟურნალისტის სტუდენტური ცხოვრება ავსტრიაში

“აქ სწავლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა” – ჩვენი ჟურნალისტის სტუდენტური ცხოვრება ავსტრიაში

Published on

ლევან თორია ერთ-ერთი მათგანია, ვინც განათლებას ევროპაში იღებს, ის
2023 წელს კარლ ფრანცენსის სახელობის გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ავსტრიაში, კარლ ფრანცენსის უნივერსიტეტი სიდიდით და სიძველით მეორე პოზიციას იკავებს. ტელეკომპანია „ოდიშის“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი ევროპულ განათლებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
– ლევან, რატომ მაინცდამაინც ეს უნივერსიტეტი, რითი გამოირჩევა სხვა ევროპული უნივერსიტეტებისგან?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ კარლ ფრანცენსის უნივერსიტეტი ავსტრიაში რიგით მეორე ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტია. ასევე უნდა ითქვას, რომ აქ, ავსტრიაში, სწავლის გადასახადი საკმაოდ დაბალია თუ შევადარებთ სხვა ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს და სწავლების ხარისხიც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, აქ სწავლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რადგან გერმანული ჩემთვის სრულიად ახალი ენაა და ახლაც, პარალელურად მისი სწავლაც მიწევს…
– შენ მოქმედი ჟურნალისტი ხარ, როგორ უთავსებ ერთმანეთს ამ ორ საქმეს?

დღევანდელ რეალობაში ბევრი რამის გაკეთება ონლაინ, დისტანციურადაა შესაძლებელი და როგორღაც ვახერხებ სწავლას და მუშაობას ერთად. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აქ მყოფ სტუდენტთა უმრავლესობა ახერხებს სწავლას მუშაობა შეუთავსოს.
– რა გეგმები გაქვს, აპირებ თუ არა საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობას?

რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, ეს სრულად დაკავშირებულია საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაც აღარ ვარ, ვცდილობ პროფესიულად განვვითარდე, რათა ჩემს ქვეყანას ვემსახურო, რადგან სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია და ყველაზე დიდ სიამოვნებასაც აღნიშნული საქმე მანიჭებს.
ბოლოს კი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, დედაჩემს, რომელთა ძალიან დიდი ძალისხმევით ვარ ახლა აქ და რა თქმა უნდა ქალბატონებს იზოლდა გორგაძეს და იზო ქარდავას, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ გერმანულის ენის შესწავლაში. მადლობა ასევე ტელეკომპანია “ოდიშს” ხელშეწყობისთვის.

P.S. “ჩვენი ყველაზე ბედნიერი დღეები წინაა”

ლევან თორია, 2024 წ.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...