მთავარისიახლეებისააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩიქობავა და ხასაია პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩიქობავა და ხასაია პატიმრობაში რჩებიან

Published on

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა.

“ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას, და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი. პირიქით, ჩვენი მხრიდან უფრო არის აქტიური კომუნიკაცია მათ შორის აღსრულების სამსახურთან, რომ დროულად წარმართულიყო პროცესები. ამ გარემოების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას დაკავებულების მიმართ”, – თქვა ადვოკატმა, გური იმნაძემ.

ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

წარდგენილ ბრალდებას დაკავებულები ნაწილობრივ აღიარებენ, ისინი სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა უარყოფენ ქმედების ჯგუფურად ჩადენილს ნაწილს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით მხარდაჭერის წერილი გაავრცელეს თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა და პროფესორებმა, შეიქმნა პეტიცია, გაიმართა აქციები.

სიახლეები

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და...

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...