მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციას პოლონეთის სცენარის გამეორება სურს, მაგრამ არ გამოუვა - ვოლსკი

ოპოზიციას პოლონეთის სცენარის გამეორება სურს, მაგრამ არ გამოუვა – ვოლსკი

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას უნდა, საქართველოში პოლონეთის სცენარი გამეორდეს, როცა მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა აიღო, მაგრამ მთავრობას მაინც გაერთიანებული ოპოზიცია აყალიბებს. ვოლსკი ამბობს, რომ ეს საქართველოში არ გამოვა:

“სულ ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები და რაოდენობრივად გაიმარჯვა კაჩინსკის პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ მის წინააღმდეგ გაერთიანებულმა სხვადასხვა პარტიებმა მეტი ხმა აიღეს და ისინი აყალიბებენ მთავრობას. ამ სცენარის გამეორება კი უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან და „ნაცმოძრაობის“ მიერ საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობები დღემდე არის შეუხორცებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...