მთავარისიახლეებიპოლიტიკამხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი შეიცვლება - ირაკლი კობახიძე

მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი შეიცვლება – ირაკლი კობახიძე

Published on

“რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია, თვითონ მოისურვა წასვლა, მე არ მომისურვებია”, – ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მერვე ყრილობაზე მადლობა გადაუხადა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომ “ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის უფლება მისცა”.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაახლოებით ხუთწუთიან გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილი მინიმუმ, ათჯერ ახსენა და განაცხადა, რომ მან “საქართველოს ისტორიაში პირველად, დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხა “ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და მჩაგვრელი რეჟიმი”, ხოლო “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა რამდენჯერმე გაიზარდა, შემცირდა უმუშევრობა და სიღარიბე.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობა წარმატებული იყო, ამიტომ ყველა მინისტრს შესთავაზა დარჩენა, რასაც ერთადერთი, თავდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლა სურს. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.

კობახიძის თქმით, ყველანაირი ხმები თითქოსდა ღარიბაშვილისა და კობახიძის გუნდების არსებობის შესახებ არის მხოლოდ სპეკულაცია: “აქ არსებობს მხოლოდ ერთიანი გუნდი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...