მთავარისიახლეებიმსოფლიოხმები ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ - რას უნდა ველოდოთ

ხმები ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ – რას უნდა ველოდოთ

Published on

CNN-თან ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის შეფმა კირილ ბუდანოვმა არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ხმები შეიარაღებული ზალების სარდლის ვალერი ზალუჟნის მისით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. ზალუჟნის შესაძლო გადაყენებაზე პირდაპირ პასუხს ბუდანოვმა თავი აარიდა:

“მე არავისთან არ მაქვს კონფლიქტი”, – განაცხადა მან შეკითხვაზე, არსებობს თუ არა კონფლიქტი უკრაინის პრეზიდენტსა და ZSU-ს მთავარსარდალს შორის.

ამავე დროს, CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კვირის ბოლომდე ვალერი ზალუჟნის გადააყენებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზალუჟნის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. პირველი ცნობა ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ 29 იანვარს გავრცელდა, რასაც მოგვიანებით თავად ვალერი ზალუჟნიმ გენერალური შტაბის უფროსთან გადაღებული ფოტოთი უპასხა, რითაც მიანიშნა, რომ ჯარის სარდალია და მოქმედებებსაც ძველებურად გეგმავს.

შეგახსენებთ, ვალერი ზალუჟნი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ჯარში, ასევე უკრაინის საზოგადოების დიდ ნაწილში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....