მთავარისიახლეებიევროსასამართლომ გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

ევროსასამართლომ გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

Published on

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. უგულავას თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა.

“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.

შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.

ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა”, – წერს უგულავა.

ცნობისთვის, 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით უგულავას პატიმრობა მიესაჯა. უფლებადამცველები მაშინ თადუმაძის აცილებას ითხოვდნენ, რადგან როდესაც სააპელაციო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმე იხილებოდა, მთავარი პროკურორი სწორედ თადუმაძე იყო.

სიახლეები

მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მისივე განცხადებით,...

240-ზე მეტი მასწავლებელი დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს

მასწავლებელთა ნაწილი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ხელმოწერებს აგროვებს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით. მათი...

ფინეთის საგარეო მინისტრი: ვითარება საქართველოში რთულდება, EU ქართველი ხალხის გვერდით დგას

სამწუხაროდ, ვითარება საქართველოში უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის,...

წამოვჭრით სანქციების საკითხს მათზე, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევს-კალასი

დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. სიტუაცია უარესდება და მოვლენების მრავალგვარ განვითარებას ვხედავთ. შესაბამისად, კვლავ წამოვჭრი...