მთავარისიახლეებიEU-ს 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდა

EU-ს 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდა

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემაზე.

“27-ვე ლიდერი შეთანხმდა” – თქვა მან და დასძინა, რომ ეს უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან, პროგნოზირებად დაფინანსებას.

შეთანხმებამდე, დღეს დილით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ორბანმა ვეტო დაადო შეთანხმებას დეკემბერში გამართულ სამიტზე. მიშელის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებმა მოახერხეს უნგრეთის ლიდერის დარწმუნება.

“ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა არის სასწორზე”, – დაწერა მიშელმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...