მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა ნაცვლიშვილი - რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული...

ანა ნაცვლიშვილი – რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის

Published on

ბურჭულაძე იმით დაგვამახსოვრდა, რომ ოკუპაციის პირობებში, ლიბერალიზმი ქვეყნის მთავარ საფრთხედ დაასახელა, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

ამასთან ნაცვლიშვილის განცხადებით, კობახიძის პრემიერად წარდგენა „საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას“.

„ის, რომ რუსული კანონის ავტორი პრემიერად არის წარდგენილი, საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სახიფათო ხელისუფლება. იქნებ საზოგადოება, საკუთარი ამომრჩეველი მაინც ჩათვალონ ღირსად და თქვან, რა პარამეტრებით უშვებენ ბურჭულაძეს, თუ სხვებს ტოვებენ?! ან სხვებს რატომ ტოვებენ, თუ ბურჭულაძეს უშვებენ?!

ბურჭულაძეს რაც შეეხება – ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მინისტრმა თქვა, ამ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ლიბერალიზმიაო. ამით რომ დაგამახსოვრებს თავდაცვის მინისტრი თავს ძალიან მძიმედ არის საქმე. რა ვიცი, ალბათ ნატო-ში არ წავა, რადგან დასავლეთი საფრთხედ აქვს აღქმული და ალბათ, სადმე უფრო ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...