მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

Published on

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახში ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა”, – წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ 2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

“სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი”, – აღნიშნავს უწყება.

საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობა), 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემა გენდერის ნიშნით), 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის იძულება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა გენდერული ნიშნით) და 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) დამნაშავედ ცნეს.

სიახლეები

TV პირველის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციას ამხელს

"აქ რა მინდა არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია"- ამის შესახებ პროფესიული მოვალეობის შესრულების...

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

სააპელაციო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა არ ეთანხმება ჯგუფური ძალადობის მუხლის...

შეთანხმების დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია – ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის შეხვედრაზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალური ანგარიში გაავრცელა—- სახელმწიფო მდივანი, რუბიო და არმიის მდივანი,...

რუბიო მოლაპარაკებებზე- უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართულ...