მთავარისიახლეებიუნგრეთი თანახმაა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს - ორბანი საკუთარ პირობას ასახელებს

უნგრეთი თანახმაა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს – ორბანი საკუთარ პირობას ასახელებს

Published on

Le Point-თან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა გაიმეორა ბოლო დღეებში ბუდაპეშტის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ის ღიაა უკრაინის დახმარების საკითხზე, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს, მაგრამ კომპრომისი არის ის, რომ დაფინანსება უკრაინას გადაეცემა იმ პირობით, “თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას”.

ეს ნიშნავს, რომ ბუდაპეშტს ვეტოს დადება ყოველწლიურად შეეძლება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კომპრომისული შეთავაზება: კარგი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო [უკრაინას] მივცეთ, რაც ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წელი იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ.

უნგრეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდ ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორიც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი. სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყანას ესმის ან ინტერპრეტირებს, როგორც ყოველწლიურად მათი შანტაჟის საშუალებას”, – ამბობს ორბანი ინტერვიუში.

ევროკავშირის მომავალი სამიტი 1 თებერვალსაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...