ღარიბაშვილს გადააყენებენ, პრემიერი კი კობახიძე გახდება – მედია

0
84

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები “ქართულ ოცნებაში” – გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ. მის ნაცვლად კი, ირაკლი კობახიძეს დანიშნავენ.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე “ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ, მეორე ვერსიით ეს თანამდებობა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის შვილმა – უტა ივანიშვილმა დაიკავოს.

ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ცვლილებები მმართველ გუნდში ფორმალური იქნება და ბიძინა ივანიშვილი ეცდება თანამდებობებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნოს.

წინა სტატიაყველა დამნაშავე დაისჯება, სასჯელის ფორმას თავად შევარჩევთ – ბაიდენი იორდანიაში თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში “ოცნების” სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური