მთავარისიახლეებიმსოფლიოყველა დამნაშავე დაისჯება, სასჯელის ფორმას თავად შევარჩევთ - ბაიდენი იორდანიაში თავდასხმაზე

ყველა დამნაშავე დაისჯება, სასჯელის ფორმას თავად შევარჩევთ – ბაიდენი იორდანიაში თავდასხმაზე

Published on

“იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე ვაანალიზებთ ინფორმაციას, ჩვენთვის ცხადია, რომ ეს რადიკალურმა ბოევიკებმა ჩაიდინეს, რომელთაც მფარველობს ირანი და რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, სასჯელის ფორმას კი თავად შევარჩევთ”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იორდანიის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას. 

შეგახსენებთ, თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 34-მა კი სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

“ამ თავდასხმებზე ერთადერთი პასუხი უნდა იყოს დამანგრეველი სამხედრო შურისძიება ირანის ტერორისტული ძალების წინააღმდეგ, როგორც ირანში, ასევე ახლო აღმოსავლეთში”, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონიმ.

ნევადის დემოკრატი სენატორის, ჯეკ როზენის თქმით, ირანს ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა რიკ სკოტიმ კი განაცხადა, რომ “ირანმა უხეშად ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის სიძლიერე და რომ ეს უნდა დასრულდეს”

“ირანელმა ტერორისტმა მარიონეტებმა გადაკვეთეს წითელი ხაზი აშშ-ის 3 მამაცი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობითა და ათეულების დაჭრით”, – ამბობს რესპუბლიკელი სენატორი, დენ სალივანი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...