მთავარისიახლეებიმსოფლიოოკუპანტებმა კრემენჩუგი დაბომბეს - სად რა ხდება უკრაინაში

ოკუპანტებმა კრემენჩუგი დაბომბეს – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტთა სამიზნე იყო სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 100-ზე მეტი დასახლება. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დაიბომბა კრემენჩუგის დასახლებული უბანი, დაზიანებულია ინფატრუქტურა, ადგუილზე მაშველი-მეხანძრეები მუშაობენ. 

ტრადიციულად, ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსულ აქტივებზე ისაუბრა.

“ამ თვეში ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდით გადაწყვეტილებას, რომელიც გვჭირდება და რომელიც იქნება სამართლიანი. რუსეთის ყველა აქტივი, რომელიც სხვადასხვა იურისდიქციაშია და გაყინულია, უნდა მუშაობდეს რუსული აგრესიისგან დასაცავად. უნდა მოხდეს მათი კონფისკაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არსებითად მომზადდეს უახლოეს მომავალში და რა თქმა უნდა, სანქციები. საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი. ჩვენ ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთი სანქციების გვერდის ავლისგან. რუსეთზე ზეწოლა მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია, უკრაინისადმი დახმარება კი სიცოცხლის დაცვაა. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...