შარლ მიშელი თანამდებობაზე რჩება

0
81

შარლ მიშელი თანამდებობაზე რჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადადგომა გადაიფიქრა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, გადადგომაზე გადაწყვეტილებამ მედიის ყურადღება და სპეკულაციები გამოიწვია. მისივე თქმით, ამას მოჰყვა უკმაყოფილება, როგორც ევროპული საბჭოს შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, განმარტავს, რომ არ სურს, მისმა გადაწყვეტილებამ ევროპული საბჭო, როგორც ინსტიტუტი შეარყიოს. მივესალმები ყველა პოლიტიკურ კრიტიკასა და ლეგიტიმურ არგუმენტებს. ბუნებრივია, ყველა სიტუაციას აქვს რამდენიმე შესაძლო მხარე, თუმცა ფაქტობრივ არგუმენტებს პირადი თავდასხმები ბევრად აღემატება. ვფიქრობ, რომ ეს ობიექტურ დემოკრატიულ დისკურსს ამახინჯებს და მაიძულებს, დავფიქრდე ჩემი საარჩევნო ვალდებულების მნიშვნელობასა და გავლენაზე, რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელი მივუძღვენი, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ახლობელი ადამიანებისთვისაც.

ყველა ამ მიზეზის გამო და იმისთვის, რომ ჩემს მისიაზე ფოკუსი შევინარჩუნო, აღარ ვიქნები ევროპული არჩევნების კანდიდატი. მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, მტკიცე მონდომებით, სანამ მათ ბოლომდე არ მივიყვან. ყოველთვის ვიქნები დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპის გულმხურვალე ადვოკატი. ჩემს სამომავლო გეგმებს ამ მანდატის ამოწურვის შემდეგ განვიხილავ”, – დაწერა მიშელმა.

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში არ წყდებოდა საუბრები, რომ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადებოდა, რის გამოც გავრცელდა ხმები, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან წასვლას აპირებდა, რაც თავის მხრივ გამოწვევა აღმოჩნდა საბჭოსთვის, რადგან თუ საერთო ახალ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებოდნენ, მაშინ მიშელის პოსტი დროებით ვიქტორ ორბანს უნდა დაეკავებინა.

წინა სტატიაშოლცი ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ – Bloomberg
შემდეგი სტატია113 დღე ისრაელ-ჰამასის ომიდან – მონაცემები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური