მთავარისიახლეებისაქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს - სამადაშვილი

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს – სამადაშვილი

Published on

აქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი POLITICO-ს სტატიას.

სამადაშვილის თქმით, პუტინის პოლიტიკის გამტარება “ქართული ოცენბა” ყველანაირად ცდილობს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას ხელი შეუშალოს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს. მათი ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. მათ შორის, ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ იღებს პუტინის თამაშის წესებს ქვეყანაში და ცხადია, პუტინის გზას თუ ადგახარ, ამცდარი ხარ ევროკავშირის გზას”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

“საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება”, – ამ სათაურით აქვეყნებს POLITICO სტატიას და წერს, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო გაყო. ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირს, ხოლო ზოგი, მათ შორის, საქართველო პუტინის დიქტატურის გზას მიჰყვება.

სტატიის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი დემოკრატიული უფლებების, არჩევნების, პოლიტიკური პლურალიზმისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საგრძნობლად შემცირებულია.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, რაც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა, ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...