მთავარისიახლეებიყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ -ოქრიაშვილი

ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ -ოქრიაშვილი

Published on

კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი “ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომ მმართველი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

„რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, მათ შორის კობახიძისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება? „ქოცბანდა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები. ჰყავთ კიდეც დაჭერილი უამრავი ადამიანი, მათ შორის, მესამე პრეზიდენტი, პიჯაკების საქმეზე. დიქტატურა სხვა კი არაფერია?!
რატომ არ ისმის არცერთი სიტყვა „რუსული ოცნებისგან“, თუ როგორ ააყვავეს ქვეყანა და როგორ გააგრძელებენ ამას, როგორ გააათმაგეს ხელფასები და გაზარდეს ეკონომიკა?! არ ისმის იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ჩაფლავებულნი არიან! ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან გააქციეს. ზუსტად ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და არა ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ რომ არ გვყავდეს, უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა!
სწორედ ამ მიდგომების შედეგია პოლარიზაცია – „ოცნება“ არა საკუთარი პარტიის და ქვეყნის განვითარებაზე, არამედ კონკურენტის განადგურებაზე ფიქრობს და ამით ღუპავს ქვეყანას, რომელიც ვერ ეღირსა კვალიფიციურ მმართველობას.
ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყველა ეტაპზე, ერთ რამეს გვასწავლის: როცა საქართველო იყო ერთიანი, ვერცერთმა მტერმა ვერ დაგვჩაგრა, მაგრამ როცა ქვეყანა მოღალატეებით ივსებოდა, ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ჩვენ გვჭირდება ერთობა! ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ყველა მოღალატე და შიდაგანხეთქილების მსახური ამ ქვეყანას და მივიღებთ სწრაფი, ძლიერი მშენებლობის დაწყებისთვის კარგ საფუძველს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.” აცხადებს ოქრიაშვილი

კობახიძემ განცხადება სამთავრობო “იმედის” ეთერში გააკეთა.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...