მთავარისიახლეებიEaP-ის 2023 წლის ინდექსში მოლდოვა ლიდერობს, საქართველო მესამე ადგილზეა

EaP-ის 2023 წლის ინდექსში მოლდოვა ლიდერობს, საქართველო მესამე ადგილზეა

Published on

ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე საქართველოა – აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის მიხედვით, მოლდოვა ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილას უკრაინაა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 6 ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთა და აზერბაიჯანს მოიცავს.

გადანაწილებული ქულები ასეთია:

მოლდოვა – 0,7;
უკრაინა – 0,66;
საქართველო – 0,63;
სომხეთი – 0,61;
აზერბაიჯანი – 0,47;
ბელარუსი – 0,45.

EaP-ის ეს ინდექსი 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

1. დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა;

2. პოლიტიკის კონვერგენცია, დაახლოება ევროკავშირთან;

3. მდგრადი განვითარება.

ძირითადი მიმართულებების მიხედვით სახელმწიფოების რეიტიგნი შემდეგნაირად განაწილდა:

დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა:

მოლდოვა – 0,78;
უკრაინა – 0,72;
სომხეთი – 0,7;
საქართველო – 0,65;
აზერბაიჯანი – 0,37;
ბელარუსი – 0,24.

პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან:

საქართველო – 0,64;
მოლდოვა – 0,64;
უკრაინა – 0,6;
სომხეთი – 0,57;
აზერბაიჯანი – 0,5;
ბელარუსი – 0,38.

მდგრადი განვითარება:

ბელარუსი – 0,72;
მოლდოვა – 0,68;
უკრაინა – 0,67;
საქართველო – 0,6;
სომხეთი – 0,55;
აზერბაიჯანი – 0,53.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...