მთავარისიახლეებიოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს-გენერალი ბენ...

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს-გენერალი ბენ ჰოჯესი

Published on

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს. ამის შესახებ გადამდგარი ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს. მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის თავშეკავება, როდესაც საქმე რუსული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ეხება. ჰოჯესი თვლის, რომ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობა კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.

უკრაინელების გადმოსახედიდან, თუ რუსები ამას იმის გამო აკეთებენ, რომ სევასტოპოლში საკუთარ დაუცველობას აცნობიერებენ, მაშინ ეს კარგია. თქვენ იცით, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩემი აზრით, ყირიმია. ეს არის გადამწყვეტი ადგილი. აქ უკრაინელებს სჭირდებათ რუსეთის ძალებისთვის სევასტოპოლი გამოუყენებელი გახადონ, რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები აიძულონ, რომ იქ უბრალოდ არ დარჩნენ. თუ ეს ფაქტორები დაკავშირებულია, ვფიქრობ ეს კარგია.

მე უფრო მაწუხებს ის, თუ რას იწვევს ეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან წარსულში უკვე დავინახეთ შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართ თავშეკავება, რაც ანაკლიის პორტს ეხება. ანაკლია ამ [რუსულ პორტთან] ძალიან, ძალიან ახლოს იქნება. მაინცდამაინც ასე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს გაანელებს თუნდაც მხოლოდ აქამდე არსებულ ენთუზიაზმს ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ეს შეიძლება პრობლემა გახდეს. ვნახოთ. ვნახოთ რა მოხდება და შეძლებენ თუ არა რუსები მის აშენებას.” ამბობს ჰოჯესი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...