მთავარისიახლეებიაშშ უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად $11,8 მილიარდს გამოყოფს-

აშშ უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად $11,8 მილიარდს გამოყოფს-

Published on

ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს რომ დამატებით 11,8 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოყოს, რათა უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი შეავსონ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ფინანსების მინისტრმა ჟანეტ იელენმა უკრაინის პრემიერმინისტრთან, დენის შმიგალთან ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე თქვა.

შეხვედრის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით ასტიმულირებს სხვა დონორებსაც, რომლებმაც 2024 წლის ბიუჯეტის სამი მეოთხედი უნდა შეავსონ.

აშშ-ის ეს დახმარება მოხმარდება როგორც მთავრობისთვის, ასევე საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინსტიტუტებს, მათ შორის საავადმყოფოებს, სკოლებსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს.

“უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის წარმატებასთან ბრძოლის ველზე”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი და დასძენს, რომ ეს დახმარება დასტურია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებისა, ერთად დაიცვან დემოკრატიული სახელმწიფოების თავისუფლება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...